სიახლეები

ოთარ ჟორდანია - 80

გვაქვს პატივი დაბადებიდან 80 წლის იუბილე მივულოცოთ გამოჩენილ ქართველ ისტორიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს პროფესორ ოთარ ჟორდანიას, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება  ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს, დევნილობის  პირველ ეტაპს და იმ რთულ გზას, რომელიც უნივერსიტეტის  თბილისში აღორძინებისა და  ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ღირსეულ დამკვიდრებას ახლდა.  იმ ურთულეს წლებში, ბატონმა ოთარ  ჟორდანიამ  ქვეყნის, უნივერსიტეტისა და დევნილი თანამემამულეების  მიმართ ერთგულების იშვიათი მაგალითები გვიჩვენა –  მან  თავდაუზოგავი მოღვაწეობის შედეგად ქართული აკადემიური საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარმოაჩინა და განვითარების ახალი პერსპექტივები დაუსახა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლექტივს. 

ბატონო ოთარ, გულითადად გილოცავთ იუბილეს,   გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს  ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდისა და ეროვნული  საისტორიო მეცნიერების განვითარების საკეთილდღეოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ფოტო გალერეა