სიახლეები

ონლაინ-შეხვედრა კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლებთან

2020 წლის 15 ივლისს შედგა ონლაინ-შეხვედრა კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლებსა

და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის

ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას, რომლის თემაც იყო „სტუდენტური დასაქმების პროგრამა“, ესწრებოდნენ:

• ლიკა ხარატიშვილი – კორპორაცია „გეფას“ მოტივაციის მენეჯერი;

• დიანა ფეიქრიშვილი, ნინო ზაზაძე – კორპორაცია „გეფას“ შერჩევის სპეციალისტები;

• ნესტან კეკელია – ფაკულტეტის დეკანი;

• მარინა ზარქუა – ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი;

• ირმა ცომაია – ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელი;

• ფარმაციის მიმართულების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

შეხვედრის ფარგლებში, კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის საბაკალავრო

პროგრამის სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან

დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.

კორპორაცია „გეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017

წლიდან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც

ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის

კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია გეფაში.

ფოტო გალერეა