სიახლეები

ონლაინ-შეხვედრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე

2020 წლის 9 დეკემბერს . ბიდგოშის ეკონომიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი პროფესორს ირენა კუდლინსკასა და  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს შორის შედგა ონლაინ-შეხვედრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე.

ქალბატონი ირენა შეეხო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის როლს და  ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფას საერთაშორისო გადაადგილების შეზღუდულ პირობებში, ასევე კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს, ზოგადად, და პანდემიის დროს;

დაიგეგმა მომავალი ონლაინ-შეხვედრები, ვებინარები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, საერთაშორისო კვლევით პროექტებში თანამშრომლობა.

ფოტო გალერეა