სიახლეები

ონლაინ-საჯარო ლექცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ

2021 წლის 9 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე ონლაინ-საჯარო ლექციით „აშშ-საქართველოს ურთიერთობები“ წარსდგა პიტსბურგის უნივერსიტეტის (პენსილვანია, აშშ) მოწვეული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ვასილ რუხაძე.

ლექციაზე განხილული იქნა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხები,  აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები.

ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის მხრიდან.  განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტები (გოგა ბერიძე, ლევან კიკილაშვილი, ლუკა წურწუმია, რუსუდან ციცქიშვილი, ალინა სიჭინავა, თაკო ფიფია და სხვ.), რომლებმაც საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით უამრავ აქტუალურ საკითხზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული პროფესორები: გურამ აბესაძე, ომარ არდაშელია, ირა დანელია, შორენა კორტავა

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია.

შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, დამსწრე საზოგადოებამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელით, მადლობა გადაუხადეს ბატონ ვასილს და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

ფოტო გალერეა