სიახლეები

პატრიარქის ჯილდო

2017 წლის 21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე დევნილი უნივერსიტეტის უანგარო სამსახურისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისთვის  დააჯილდოვა წმიდა თამარ მეფის ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ბეჭდის ასლით.

ვულოცავთ რექტორს მისი ღვაწლის დაფასებას და საპატიო ჯილდოს!

                                                           

ფოტო გალერეა