სიახლეები

პროფესორ ჯონი აფაქიძის საჯარო ლექცია

2022 წლის 2 ნოემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის მთავარმა მკვლევარმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონი აფაქიძემ არქეოლოგიის საბაკალავრო მიმართულების სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

ლექციის ძირითადი თემატიკა კოლხურ კულტურას შეეხებოდა. პროფესორმა ჯონი აფაქიძემ მიმოიხილა აღნიშნული კულტურის შესწავლის აღმოჩენისა და შესწავლის ისტორია, მისი ძირითადი თავისებურებები და გავლენა არა მარტო კავკასიის, არამედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე. ხაზი გაესვა მის ქართულ წარმოშობას.

 

ლექციას ესწრებოდნენ არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები – ვახტანგ ჯაფარიძე, რევაზ ხვისტანი, ნოდარ ბერულავა და სტუდენტები. ღონისძიება შეაჯამა და პროფესორ ჯონი აფაქიძის ღვაწლზე როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ზოგადად, არქეოლოგიის წინაშე, ისაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მაშიამ.

ფოტო გალერეა