სიახლეები

პროფესორ მურმან კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია

2022 წლის 22 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ მურმან კვარაცხელიას წიგნის „ჩემო აფხაზეთოს“ პრეზენტაცია და 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, დეპუტატები: ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე რაისა ქარაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი,  დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, იუბილარის მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები.

საღამო წარიმართა უაღრესად თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გამახარია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბაკურ გულუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, იმერეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია, ჟურნალ „რიწას“ მთავარი რედაქტორი ნანა ქარდავა, სტუდენტების სახელით ავტორსა და იუბილარს მიმართა მაგისტრანტმა მარიამ ინალიშვილმა.

გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს მურმან კვარაცხელიას ნაშრომს.

საღამოს დასასრულს, ბატონმა მურმან კვარაცხელიამ ისაუბრა ქვეყნის სატკივარზე, მის წარსულსა და აწმყოზე, მომავალზე. მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით გამომსვლელებს იმ თბილი დამოკიდებულებისათვის და მაღალი შეფასებისათვის რაც მათ გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში.

ფოტო გალერეა