სიახლეები

პროფესორ ნოდარ ბერულავას საჯარო ლექცია

2023 წლის 27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საპრეზენტაციო დარბაზი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა – საჯარო ლექციას, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნოდარ ბერულავა, რომელმაც ქრონოლოგიურად მიმოიხილა ომამდელი და ომის შემდგომი ვითარება.

მომხსენებელმა ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა27 სექტემბერს დამდგარი შედეგის – სოხუმის დაცემის შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია-დებატები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.

სტუდენტთა ინიციატივით დაიგეგმა ლექტორიუმების სერია საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებზე სამსჯელოდ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი: ლედა ქობალია, ნინო მაშია, ტიტე მოსია, კახაბერ ფიფია, თამარ გითოლენდია, მაია აღაია.

 

ნინო მაშია,

დეკანის მოადგილე,

ასოცირებული პროფესორი

ფოტო გალერეა