სიახლეები

პროფესორ ზაურ ლომთათიძეს ნიკო კეცხოველის სახელობითი პრემია მიენიჭა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ზაურ (ზურაბ) ლომთათიძეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ნიკო კეცხოველის სახელობითი პრემია მიანიჭა ნაშრომთა ციკლისათვის „აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ნიადაგების მიკროფლორა“.

ამავდროულად, ბატონ ზაურ (ზურაბ) ლომთათიძე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეა ჯუღელმა, მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. 

გულითადად ვულოცავთ ბატონ ზაურს (ზურაბს) აღნიშნულ აღიარებას და ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში.

ფოტო გალერეა