სიახლეები

პროფესორი დევი შონია საერთაშორისო ფორუმზე მთავარ მომხსენებლად მიიწვიეს

სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ლუკაშევიჩის ქსელის და სამეცნიერო ჟურნალ „სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მარკეტინგის“ ორგანიზებით 2022 წლის 22 დეკემბერს ვარშავის ავიაციის ინსტიტუტში ჩატარდა XI ევროპული ფორუმი „სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მარკეტინგის გამოწვევები 21-ე საუკუნის დასაწყისში“ (Challenges for Marketing of Scientific and Research Organizations at the Beginning of the 21st Century).

ფორუმზე მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დევი შონია, რომელიც ამავდროულად არის სამეცნიერო ჟურნალის „სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების მარკეტინგი“-ს სამეცნიერო კომიტეტის წევრი.

მოხსენების თემა: „უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კოოპერაცია: ხედვა კავკასიიდან“, სადაც წარმოდგენილი იქნა კავკასიის ქვეყნებში უნივერსიტეტებისა და ბიზნესის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.

ყოველწლიური ფორუმი (თუ არ ჩავთვლით Covid პანდემიით გამოწვეული იზოლაციის ორ წელს) მიზნად ისახავს წარმოადგინოს უახლესი ტენდენციები, კვლევის შედეგები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, მათ შორის უნივერსიტეტების, ტექნო-პარკების, R&D ცენტრების მიერ მთელი ევროპიდან ახალი ტექნოლოგიების მარკეტინგისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციის სფეროში. ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ერთობლივი დისკუსიებისთვის მარკეტინგის, კომერციალიზაციის, ინოვაციების, კვლევის შედეგების გაზიარების სფეროში, ასევე სტიმულს სამეცნიერო და ბიზნეს საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ფოტო გალერეა