სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი მათემატიკა“ დოქტორანტმა,
ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა გია კვაშილავამ 2025 წლის 27 ნოემბერს წარმატებით დაიცვა
სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „პროტოქართველური მოსახლეობის ტრანსფორმაციის აღმწერი
დინამიური სისტემების კვლევა“ („Research
of Dynamic Systems Describing the Transformation of the Proto-Kartvelian
Population”).
დოქტორანტმა
ნაშრომის ხარისხიანი შესრულებისთვის დაიმსახურა უმაღლესი შეფასება - ფრიადი (summa
cum laude, 99 ქულა).
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის სადოქტორო საბჭომ გია კვაშილავას ერთხმად მიანიჭა
მათემატიკის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხი.
სამეცნიერო
ხელმძღვანელი გახლდათ - თემურ ჩილაჩავა, ფიზიკა-მათემატიკის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის
მიმართულების ხელმძღვანელი; საქართველოს საბუნებისმეტყველო და განათლების მეცნიერებათა
აკადემიების წევრი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
დისერტაციის რეცენზენტებად მოწვეულნი
იყვნენ:
თემურ
ჯანგველაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი
მეცნიერ-თანამშრომელი.
ნესტან
კეკელია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
დადებითი შეფასებები მიიღო ავტორეფერატმაც. ინგლისურენოვან
ავტორეფერატზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გამოხმაურება რავი პ. აგარვალისგან -
(დაბადებული 1947 წლის 10 ივლისს) მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგული
ამერიკელი მათემატიკოსი, მათემატიკის დოქტორი, ემერიტუს-პროფესორი. მისი 1741 სამეცნიერო
სტატია დაბეჭდილია წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში. იგი არის 50-ზე მეტი წიგნისა და
მონოგრაფის (უმეტესობა გამოცემული Springer-ის მიერ) ავტორი ან თანავტორი. მისი ნაშრომები
ფართოდაა ციტირებული მსოფლიოს მასშტაბით და გავლენას ახდენს მათემატიკური ანალიზის,
გამოყენებითი მათემატიკისა და მათემატიკური მოდელირების განვითარებაზე. სკოპუსში მისი
ციტირების ინდექსია: 36150, h-ინდექსი 84.
ქართული
ავტორეფერატის შეფასება:
გიორგი
ჯაიანი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს
პროფესორი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი.
ნატალია
ჩინჩალაძე - თსუ-ს პროფესორი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი
მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
საბოლოოდ, გია კვაშილავას დისერტაციის დაცვა წარმოადგენს
მნიშვნელოვანი მნიშვნელობის მოვლენას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. სწორედ
ასეთი მასშტაბის კვლევები და მათი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გამოქვეყნება
(Impact Factor და Scopus ჟურნალებში) აყალიბებს უნივერსიტეტის ძლიერ აკადემიურ იმიჯს,
ზრდის მის კონკურენტუნარიანობას და განსაზღვრავს მის პოზიციას მსოფლიო რეიტინგებში.
