სიახლეები

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 10 ივნისს სოხუმის გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია „პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო ტერმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“.

 სტუდენტებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული სასწავლო პროგრამის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და ისაუბრა მრავალსაუკუნოვან ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე.

 კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარიამ მირესაშვილმა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ახალაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, ასისტენტ-პროფესორმა გვანცა გვანცელაძემ.

 სტუდენტებმა განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო ტერმინოლოგიები. მათ მიერ გაწეულ შრომას მაღალი შეფასებები მისცეს ხსენებულ სასწავლო პროგრამაში დაკავებულმა ლექტორებმა: ნინო მაშიამ, მარინა ჯღარკავამ, მედეა კვარაცხელიამ, კობა წურწუმიამ. 

ფოტო გალერეა