2025
წლის 9 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თურქეთის
საისტორიო საზოგადოების, ათათურქის კვლევითი ცენტრისა (თურქეთი) და საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა
ქართველი და თურქი მეცნიერების მიერ მომზადებული კოლექტიური მონოგრაფიის „Gürcistan“ პრეზენტაცია. წიგნი 2024 წელს ანკარაში ათათურქის
კვლევითმა ცენტრმა გამოსცა.
პრეზენტაციასთან
ერთად გაიმართა სამეცნიერო პანელი: „კავკასიის ორი მხარე: წარსულიდან დღევანდლამდე
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები“.
ნაშრომზე
24 ქართველი და თურქი მკვლევარი მუშაობდა, წიგნის რედაქტირება კი დაეკისრა სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის (ყარსი, თურქეთი) პროფესორს,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ როინ ყავრელიშვილსა და
19 მაისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სამსუნი, თურქეთი) პროფესორის, ასევე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ იბრაჰიმ თელლიოღლუს.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონოგრაფიის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ ისტორიის დოქტორები
– პროფესორი ლია ახალაძე, პროფესორი ომარ არდაშელია და ასოცირებული პროფესორი კახა
კვაშილავა.
ღონისძიებაზე
თურქეთიდან ჩამოვიდნენ ათათურქის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი
აჰმეტ კილინჩი, რიზეს რეჯეფ ტაიიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ზეჰრა ასლანი, 19 მაისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ი. თელლიოღლუ
და ათათურქის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები.
სამეცნიერო
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც
მაღალი შეფასება მისცა ქართველ და თურქ მეცნიერთა თანამშრომლობას და ამ კოოპერაციის
შედეგს საპრეზენტაციო მონოგრაფიის სახით. მან აღნიშნა საქართველოში თურქოლოგიის სკოლის
მაღალი კომპეტენცია და მეცნიერების ამ მიმართულების მნიშვნელობა საქართველოსთვის.
ქართულ-თურქული
სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს: ათათურქის კვლევითი ცენტრის
ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა აჰმეტ კილინჩმა, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, ქალბატონმა მელიქე ილმაზ ისქიფერმა, იუნუს
ემრეს სახელობის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატორმა, ბატონმა ზექერია გიულთექინმა,
აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,
პროფესორმა მაკა ბერიძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ,
პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიური კონტაქტების შესახებ.
აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო, იუნუს ემრეს ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობასა
და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მათ
მიერ უნივერსიტეტში თურქოლოგიის მიმართულების მხარდაჭერის შესახებ.
წიგნის
შექმნის იდეისა და განვითარებული პროცესის შესახებ ისაუბრეს რედაქტორებმა, პროფესორებმა
რ. ყავრელიშვილმა და ი. თელლიოღლუმ. ნაშრომის სტრუქტურისა და ძირითადი პოსტულატების
შესახებ ვრცლად ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და
განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ლია ახალაძემ.
პრეზენტაციის
ბოლოს გაიმართა სამეცნიერო პანელი: „კავკასიის ორი მხარე: წარსულიდან დღევანდლამდე
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები“, რომელზედაც მოხსენებები წაიკითხეს: სსუ ასოცირებულმა
პროფესორმა კახა კვაშილავამ („ახალი ერა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში“); პროფესორმა
ი. თელლიოღლუ („გარდამტეხი მომენტები თურქულ-ქართულ ურთიერთობებში”); გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ („საქართველო და თურქეთი: კეთილმეზობლობა
და სტრატეგიული პარტნიორობა“); პროფესორმა
რ. ყავრელიშვილმა („დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და თურქეთს
შორის (1921 წ.)“).
ღონისძიებას
ესწრებოდნენ აკადემიკოსები, წევრ-კორესპოდენტები, ქართული უნივერსიტეტების რექტორები,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეები,
წიგნის ქართველი ავტორები, ქართველი თურქოლოგები, ისტორიკოსები, კულტურის მკვლევარები,
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.