სიახლეები

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლე­­ლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება  2023 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.


კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კურსდამთავრებულს სამასწავლებლო კვალიფიკაციას და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებლის უფლებას არჩეული მიმართულების შესაბამისად.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე   სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგ მოდულებზე:

Ø  ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ინგლისური ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  გერმანული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ფრანგული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  რუსული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

Ø  ინფორმატიკა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

 

1.    კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულად   და ატვირთოს საჭირო დოკუმენტაცია.

სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1fllgTh8e5oQu61ce9bfjCEjmbHoRjKcp7BTGY4fBeRk/edit

 

სწავლის მსურველ კონკურსანტს, ასევე, შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სსუ-ს პირველ კორპუსში მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №504

 

·         განცხადება რექტორის სახელზე;

·         პირადობის მოწმობა (ასლი);

·         უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული);

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაშიგანათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

·         პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD). 2 ფოტოსურათი 3X4;

·         ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC).

·         წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.

 

2.      საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 21 სექტემბერს  14 საათზე. გამოცდები ჩატარდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი. ანა პოლიტსკოვსკაის #26

3.      საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 27  სექტემბერს.

4.      სააპელაციო განცხადების მიღება მოხდება ამა წლის  28 სექტემბერს.  ელ. ფოსტა: 60ECTS@sou.edu.ge

5.      სააპელაციო კომისიის მუშაობა 29 სექტემბერს.

6.      ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 30 სექტემბერი- 2 ოქტომბერი

7.      კონკურსანტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;

 

8.      მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა  საუნივერსიტეტო გამოცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს თავისუფალი ესეს დაწერას. თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა გამოავლინოს:

    ·         ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა, მოტივაცია;

     ·         პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.


 

9.    მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 60 ქულით;

მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 30 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 30 ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება რეიტინგული სიიდან.

 

 

თავისუფალი ესეს  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 20 ქულა

მოტივაცია - 20 ქულა

არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი - 20

სულ  - 60 ქულა

 

პროგრამისთვის გამოყოფილი კვოტების რაოდენობა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული ადგილების სრული მონაცემების შემთხვევები შესაძლებელია დასაფინანსებელი უფრო მეტი სწავლის მსურველთა მიღება თვითდაფინანსებით.

 

საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ლია ახალაძე

ასოც. პროფ.  პროგრამის ხელმძღვანელი

მობ. ტელ.: +995 558 577170723

 

თამარ შინჯიაშვილი

ასოც. პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მობ. ტელ. 577963888

ფოტო გალერეა