სიახლეები

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება  2021 წლის 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.


სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 2021-2022  სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე   სტუდენტთა მიღება განხორციელდება შემდეგ მოდულებზე:


ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ინგლისური ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

გერმანული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

ფრანგული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

რუსული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)

მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები


კონკურსანტი ვალდებულია  გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე           60ECTS@sou.edu.ge

განცხადება რექტორის სახელზე; (იხ.დანართი)

პირადობის მოწმობა (ასლი);

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული);

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ელექტრონული ფოტოსურათი. 

პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC).

წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.


საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 27 სექტემბერს  11 საათზე. გამოცდები ჩატარდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი. ანა პოლიტსკოვსკაის #26

საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2021 წლის 29 სექტემბერს;

სააპელაციო განაცხადების მიღება მოხდება ამა წლის  29 სექტემბერს ელექტრონულად . ელ. ფოსტა: 60ECTS@sou.edu.ge

სააპელაციო კომისიის მუშაობა 30 სექტემბერს.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 1-2 ოქტომბერი.

კონკურსანტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა;


მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა  საუნივერსიტეტო გამოცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს თავისუფალი ესეს დაწერას. თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა  გამოავლინოს: 

ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა, მოტივაცია; 

პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.


მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 60 ქულით;

მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 30 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 30 ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება რეიტინგული სიიდან.



თავისუფალი ესეს  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 20 ქულა

მოტივაცია - 20 ქულა

არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი - 20

სულ  - 60 ქულა



საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ლია ახალაძე

ასოც. პროფ.  პროგრამის ხელმძღვანელი

მობ. ტელ.:  577 17 07 23


თამარ შინჯიაშვილი

ასოც. პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მობ. ტელ. 577 96 38 88

ფოტო გალერეა