სიახლეები

რექტორი ზურაბ ხონელიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა

2024 წლის 30 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სისტემისა და მეცნიერების განვითარებაში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციის შემუშავებისა და მშვიდობის მშენებლობის  საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უმაღლეს საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

გილოცავთ, ბატონო ზურაბ!

ფოტო გალერეა