სიახლეები

რექტორი ზურაბ ხონელიძე მსოფლიო მშვიდობის ფედერაციამ „მშვიდობის ელჩად“ აირჩია

„მსოფლიო მშვიდობის ფედერაციამ“ ორგანიზაციის „მშვიდობის ელჩად“ აირჩია რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოგზავნილ სპეციალურ დიპლომში ვკითხულობთ:


მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია მშვიდობის ელჩებად აღიარებს ისეთ პიროვნებებს, რომელთა ცხოვრება მაგალითს წარმოადგენს სხვებისათვის და რომლებიც თავს უძღვნიან მოღვაწეობას უნივერსალური მორალური ღირებულებებისათვის, ძლიერი ოჯახური ცხოვრებისათვის, რელიგიათშორისი თანამშრომლობისათვის, საერთაშორისო ჰარმონიისათვის, გაერთიანებული ერების განახლებისათვის, პასუხისმგებელია საზოგადოებრივი მედიისა და მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებაში.

მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია ზურაბ ხონელიძეს სიამაყით აღიარებს მშვიდობის ელჩად.

ფოტო გალერეა