სიახლეები

საჩუქარი საქართველოს პრეზიდენტისაგან


2021 წლის 11 აგვისტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილისაგან საჩუქრად საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ორენოვანი – ქართული და აფხაზური – გამოცემა მიიღო.

 რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით მადლობას უხდის ქალბატონ პრეზიდენტს ამ მნიშნელოვანი საჩუქრისათვის.

 – აფხაზურ ენაზე საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი აქტია. ჩვენს თანამოძმეებს უშუალოდ მშობლიურ ენაზე შეეძლებათ გაეცნონ იმ დემოკრატიულ-სახელმწიფოებრივ მოდელს, რომელსაც მათთან ერთად ავაშენებთ. საქართველოს სახელმწიფო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს იმ პოზიციას, რომ ქართველები და აფხაზები მოძმე ერებია, რომლებსაც ბედით ერგოთ ერთ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ცხოვრება და განვითარება. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რის ერთ-ერთ გამოვლინებას კონსტიტუციის აღნიშნული გამოცემა გვესახება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად გადმოსცა. ქალბატონი პრეზიდენტი სრულად იზიარებს ჩვენი უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მისიას, როლს, როგორც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე – აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით, რაზეც ჩვენი შეხვედრებისას მას არაერთხელ გაუსვამს ხაზი, – აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

ფოტო გალერეა