სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა დაიწყო

2021 წლის 14 ივნისს გაიხსნა და ამა წლის 18 ივნისის ჩათვლით იმუშავებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, პროფესორები: ზაურ ლომთათიძე, თემურ ჩილაჩავა, მელორ ალფენიძე, ასოცირებული პროფესორი ირმა ცომაია, ქიმიის საბაკლავარო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი კესო არონია. მათ ხაზგასმით აღინიშნა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობას და პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას.

სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში იმუშავებს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფარმაციის, ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გეოგრაფიისა და ფიზიკის სექციები. კონფერენციის მუშაობაში ჩართულები არიან ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

ფოტო გალერეა