სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2023 წლის 12-16 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

სამეცნიერო ფორუმი დაიწყო მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სექციის მუშაობით, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ. მან აღნიშნა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. ისაუბრა კონფერენციის მიზანზე, როგორც ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთ მცდელობაზე.

 

სექციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა ინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გულუამ. მან აღნიშნა, რომ კონფერენციის მიზანია: ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, აქტიური და ინიციატივიანი სტუდენტების წარმოჩენა და წახალისება. მომავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებაზე.

 

ფაკულტეტზე იმუშავა ფარმაციის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ეკოლოგიისა და გეოგრაფიის სექციებმა.

 

კონფერენციის მუშაობაში ჩართულები იყვნენ ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. მათემატიკისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიების სექციაზე (ხელმძღვანელები: პროფესორი ნანა გულუა,  ასოც. პროფესორი ნესტან კეკელია) – 9, ფარმაციის სექციაზე (ხელმძღვანელი ფარმაციის დოქტორი ირმა ცომაია) – 10, ეკოლოგიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი გულნარა ქარჩავა) – 9, ფიზიკის და ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექციაზე – (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კირცხალია)– 2, ქიმიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ფაჩულია) – 4, ბიოლოგიის სექციზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზაურ ლომთათიძე) – 3, ხოლო გეოგრაფიის სექციზე (ხელმძღვანელი პროფესორი მელორ ალფენიძე) – 6 მოხსენება გაკეთდა.

 

ტრადიციულად, კონფერენციის მუშაობისთვის დამახასიათებელია წარმოდგენილი მოხსენებების მრავალფეროვნება და სტუდენტთა ინტერესი ამ ღონისძიების მიმართ, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მსმენელთა დიდი რაოდენობა, არამედ აუდიტორიის აქტიურობა კითხვების დასმისას.

 

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს დარგში არსებული აქტუალური თემები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და პრეზენტაციებმა. აღინიშნა, რომ კონფერენციები მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალისტებისთვის და გადაწყდა, რომ უნივერსიტეტში მომავალშიც ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ახალგაზრდა თაობას იყვნენ უფრო აქტიურები და მონდომებულები მათ მიერ არჩეული პროფესიის დაუფლებაში.

 

განსაკუთრებით საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელის, ამავდროულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტ სანდრო ყანჩაველის ახალი პროექტის TIGITOG ტექნოლოგიური მხარდაჭერის განხორციელება ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტების მიერ. TIGITOG -ის ხელმძღვანელობამ მადლიერების ნიშნად საპატიო სიგელები გადასცა კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს: თორნიკე ოქროაძესა და ზაურ მოსავლიძეს, დოქტორანტ ბექა ტოკლიკიშვილს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის კონცეფცია ინოვაციური ხასიათისაა, საკმაოდ გაბედული და ამბიციური ფილოსოფიის მატარებელია, აპირებს საერთაშორისო ურთიერთობებში კატალიზატორის როლის შესრულებას.

 

არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო იყო . თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ვებგვერდზე მუშაობა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე მოსული მადლიერების წერილი: „შემდეგი ოფიციალური წერილით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უღრმესი მადლიერება იმ ახალი თანამშრომლობისათვის, რომელიც დაიწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და . თბილისის #128-ე სკოლას შორის, კერძოდ, სსუ-ი ინფორმატიკის მიმართულების ინტელექტუალური პოტენციალისპროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით შესრულდა პროექტი: „ქალაქ თბილისის #128-ე საჯარო სკოლისთვის ვებ-გვერდის შექმნა“. ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, თქვენი პროფესურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა ისეთ პროექტებში , როგორიცაა საერთაშორისო პროექტი „Tecnovation girls“ და პროექტისამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში“.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ფოტო გალერეა