სიახლეები

საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია „კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეროვნული კულტურა“

2021 წლის 21-22 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის (უფროსი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინდირა ძაგანია) ორგანიზებით, ZOOM-პლატფორმის მეშვეობით წარმატებულად ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კულტურათაშორის კომუნიკაციასა და ეროვნულ კულტურას.

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან. 

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემატიკა: ეროვნული საკვები როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება; ტრადიციული კერძები და ეროვნული იდენტობა; საკვები კულტურათაშორისი კომუნიკაციის კონტექსტში; ეროვნული კერძები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს; გასტრონომიული სტერეოტიპები და კულტურათაშორისი დიალოგი; გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები; საკვები როგორც კულტურული იდენტობის გამტარი და სხვ.

ფოტო გალერეა