სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონლაინ სწავლება კოვიდ 19-ის პირობებში და განათლების სისტემა“

2021 წლის 20 ნოემბერს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონლაინ სწავლება კოვიდ 19-ის პირობებში და განათლების სისტემა“.

კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე მიესალმნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, რუმინეთის ქალაქ იასის უნივერსიტეტის პროფესორი ლიუდმილა ბეჟენარუ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის პოლიტიკურ მეცნიერებათა და დიპლომატიის კათედრის გამგე, პროფესორი ნამიკ ალიევი; საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: „ონლაინ სწავლება ,როგორც სწავლების თანამედროვე ფორმა“ (რეზო ბალანჩივაძე); „ონლაინ სწავლების ფსიქოლოგიური ასპექტები“ (პაატა ქურდაძე, თამარ რემიშვილი, სოფიო ყირიმელი); „Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანმანათელბლო რეგულაციებისა და შეზღუდვების ზეგავლენა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე “ (ყარამან ფაღავა, ირმა კორინთელი, ელენე ფაღავა ); „On-Line სწავლება და კორონა ვირუსით (covid-19)გამოწვეული პრობლემები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე (იმერი ბასილაძე, ნინო ჭოხონელიძე, ნინო ყანჩელი); „ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ (იაგორ ბალანჩივაძე); „განათლება უცხოურ ენებზე უმაღლეს სკოლაში Covid-19 პანდემიის პირობებში“ (სვეტლანა ტერ-მინასოვა), „გამოწვევები და გადაწყვეტილებები რუმინეთის საგანმანათლებლო სივრცეში“ (ლიუდმილა ბეჟენარუ, დანიელა კოჯოკარუ, ბოგდან კონსტანტინ ნეკულაუ) და სხვ.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზ. ხონელიძემ.

ფოტო გალერეა