სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

კულტურათაშორისი კომუნიკაცია და ეროვნული კულტურა

ეროვნული საკვები როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება

 

21-22 მაისი, 2021 წელი

თბილისი, საქართველო

 

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

მოხარულები ვართ, მოგიწვიოთ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება გასტრონომიულ კულტურასა და კულტურათაშორის კომუნიკაციას.

 

კონფერენციის თემატიკა:

·         ეროვნული საკვები როგორც ქვეყნის იმიჯის შექმნის საშუალება;

·         ტრადიციული კერძები და ეროვნული იდენტობა;

·         საკვები კულტურათაშორისი კომუნიკაციის კონტექსტში;

·         ეროვნული კერძები, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს;

·         გასტრონომიული სტერეოტიპები და კულტურათაშორისი დიალოგი;

·         გასტრონომიული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები;

·         საკვები და კულტურა.

 

 

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული.

 

აბსტრაქტების (ინგლისურ ენაზე) მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 3 მაისი.

მოხსენებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.

აბსტრაქტები და მოხსენებები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: international@sou.edu.ge

ფოტო გალერეა