სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემებში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები”

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტთან ერთად, 2024 წლის 19-20 აპრილს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე - ,,უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემებში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები”.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობას, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის წახალისებას, ინოვაციურ ეკოსისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობის გაძლიერებასა და სამეწარმეო ეკოსისტემის შეკვრას, ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მოწინავე გამოცდილებების გაზიარებას.

კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, წარმოაჩინონ სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში.

დეტალები იხ. აქ

ფოტო გალერეა