სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  ,,უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემებში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები”

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტთან ერთად, 2024 წლის 19-20 აპრილს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე - ,,უნივერსიტეტების როლი ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემებში: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაციები”.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური მეწარმეობის, საუნივერსიტეტო კვლევებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობას, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის წახალისებას, ინოვაციურ ეკოსისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობის გაძლიერებას და სამეწარმეო ეკოსისტემის შეკვრას, ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მოწინავე გამოცდილებების გაზიარებას. კონფერენცია იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა წარმოადგინოს ქართველი და უცხოელი მეცნიერების, სპეციალისტების და პრაქტიკოსების მიღწევები, მიდგომები და ხედვები მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში.

კონფერენციის ძირითადი თემატური მიმართულებები:

·       ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემები: ტენდენციები და გარემოებები;

·       უნივერსიტეტი და სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემა: ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება;

·       უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კოოპერაცია: მყარი კომუნიკაციის და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

·       საუნივერსიტეტო სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება: აკადემიური მეწარმეობა და ინოვაცია;

·       ცოდნის გადაცემა აკადემიური ცენტრებიდან ბიზნესში: ტექნოლოგიების ტრანსფერი და ცოდნის წარმატებული კომერციალიზაცია;

·       ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო უფლებების, საუნივერსიტეტო კვლევების, გამოგონებების და ტექნოლოგიების დაცვა;

·       მომხმარებელთა უსაფრთხოება ციფრული მარკეტინგის ეპოქაში.

მთავარი მომხსენებლები:

Ø ანა ვაშაყმაძე - ,,საქართველოში აკადემიისა და ბიზნესის თანამშრომლობის გამოწვევები და პერსპექტივები“. (საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტო GITA, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტი.)

Ø დარიუშ დრძმიელაკი - ,,ინტელექტუალური კაპიტალის ღირებულება ორგანიზაციებისთვის და უნივერსიტეტების კონკურენტული უპირატესობები“. (პოლონური ბიზნეს ცენტრების და ინოვაციების ასოციაცია პოლონეთში, კვლევებისა და ინოვაციების ცენტრი Pro-Akademia, პოლონელ დედათა მემორიალური ჰოსპიტალი - კვლევითი ინსტიტუტი (PMMH-RI) ლოძში, ლოძის უნივერსიტეტი. პოლონეთი.)

Ø ლევან ნანობაშვილი  - ,,უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სამართლებრივი გამოწვევები“. (ექსპერტი, პატენტრწმუნებული, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებული.)

Ø ვიქტორია რიაშენკო  - ,,მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა ბიზნეს ინკუბატორის მეშვეობით“. (ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი, რიგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ISMA-ს პროფესორი, ლატვია.)

Ø ზვიად გაბისონია - ,,ხელოვნური ინტელექტის ეთიკური სტანდარტები ბიზნესში“. (საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, USAID-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში.)

Ø გიორგი კვესიტაძე, ლაურა კვარაცხელია, ნოდარ გრძელიშვილი - ,,საქართველოში უნივერსიტეტების როლი ფუნდამენტური მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში“. (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი.)

Ø ანა გოლეთიანი - ,,ევროპის ინოვაციების ეკოსისტემა „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ჩარჩოში.“ (ევროპის ინოვაციების საბჭოს/ევროპის ინოვაციების ეკოსისტემების (EIC/EIE) ეროვნული საკონტაქტი პირი)

 

კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებს,  უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების, ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისების აკადემიურ და მმართველ პერსონალს, სტარტაპერებს, ინოვაციური ეკოსისტემის ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებს.

ღონისძიების მასპინძელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

·       მონაწილეთა რეგისტრაცია და აბსტრაქტების წარმოდგენა: 25 იანვარი 2024;

·       აბსტრაქტის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება: 30 იანვარი 2024;

·       პუბლიკაციისათვის ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა: 29 თებერვალი 2024;

·       მონაწილეებისათვის შრომების კრებულის და პროგრამის დაგზავნა: 30 მარტი 2024;

·       კონფერენციის ჩატარების თარიღი: 19 -20 აპრილი 2024.

პარტნიორები:

(GITA) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;

(IPCG) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი;

(GNAS) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ;

(GTU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის ცენტრი;

(TSU) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

(GIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;

(BSU) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

(UL) ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);

(UAIC) იასის უნივერსიტეტი (რუმინეთი);

(ISMA) ლატვიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ლატვია);

(AIU) ასტანას საერთაშორისო უნივერსიტეტი (ყაზახეთი);

(KHEY) კიევის ვადიმ გეტმანის ეკონომიკის უნივერსიტეტი (უკრაინა);

(KHMNU) ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);

ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ და გაზეთი „სოხუმის უნივერსიტეტი“.

 

ნაშრომის გაფორმების წესი

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს და გამოსცემს კონფერენციის შრომების კრებულს, რომელიც იქნება რეგისტრირებული ISBN და DOI-ის ციფრულ იდენტიფიკატორში და ხილვადი google scholar-ში. შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ სსუ-ს „შრომების“ სარედაქციო პოლიტიკა.  სტატიები გამოქვეყნდება ქართულ/ინგლისურ ენაზე, ქართული და ინგლისური მოკლე შინაარსებით (აბსტრაქტებით). სტატიის გამოსაქვეყნებლად ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი მონაცემები: სტატიის ავტორი/ავტორები სახელი და გვარი; ავტორის/ავტორების აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა; სტატიის (ქართულ/ინგლისურ ენაზე) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 8 გვერდს (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით). ქართულენოვანი სტატია აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის ფონტში (ზომა -12, ინტერვალი 1,15). აბსტრაქტი არაუმეტეს 250 სიტყვისა (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ინგლისური - არანაკლებ C1 დონე) Times New Roman - ის ფონტში. რეზიუმე/სტატია უნდა შეიცავდეს: კვლევის მიზანს, კვლევის მეთოდებს, კვლევის შედეგებს, ნაშრომის სიახლეს და საკვანძო სიტყვებს (ქართულ/ინგლისურ ენებზე). კრებულში პუბლიკაციის საფასური 50 ლარი. გადახდის რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო ხაზინა 709049921. საიდენტიფიკაციო კოდი 205224700.

 

საორსაორგანიზაციო კომიტეტი:


ირმა დიხამინჯია - სსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

ლია ახალაძე - სსუ-ს ასოც. პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დევი შონია - სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ნინო ხარებავა - სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

იური პაპასქუა - სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

კობა ბასილაია - სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ზვიად მიმინოშვილი - პროფესორი, ჰორიზონ ევროპის ოფისის ხელმძღვანელი;

ანა სამაკაშვილი - სამართლის მაგისტრი.

რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

ელ-ფოსტა: bssconference@sou.edu.ge

ტელ: (+995) 599 88 54 56 ნინო ხარებავა.

ფოტო გალერეა