სიახლეები

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 22 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ყოველწლიური საშემოდგომო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია და სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე.

ფაკულტეტის დეკანმა ისაუბრა საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის სტუდენტურ კონფერენციებში ფაკულტეტის სტუდენტთა ჩართულობასა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაშრომების ონლაინ-სივრცეში განთავსების შესაძლებლობებზე. მსოფლიო პანდემიის ფონზე ონლაინ-ფორმატის კონფერენციების ჩატარების, სამეცნიერო კომუნიკაციის გაფართოებისა და სტუდენტთა მოტივაციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ სსუ-ს და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომელთა თემატიკა ეხებოდა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა დარეჯან ლიპარტელიანის, ხათუნა აქუბარდიას, ნინო ნინაშვილის (თბილისის ღია უნივერსიტეტი), ლიანა ალიევას, მარიამ ჭავჭანიძის, ალინა სიჭინავას, ბექა ახალაიას და ლუკა მირცხულავას ნაშრომებმა.

სტუდენტთა სამეცნიერო გამოსვლებს მოდერაციას უწევდნენ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალი: პროფესორი ომარ არდაშელია, ასოცირებული პროფესორები: გვანცა აბდალაძე და გურამ მარხულია.

 დღის მუშაობა შეაჯამეს ფაკულტეტის დეკანმა ირმა დიხამინჯიამ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა ომარ არდაშელიამ, და ასოცირებულმა პროფესორმა გურამ მარხულიამ, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს სტუდენტთა მონდომება და სწორი დამოკიდებულება კვლევითი კომპონენტისადმი. ხაზი გაუსვეს ამ სახის ღონისძიებების მნიშვნელობას სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებასა და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. დასასრულს, მოდერატორებმა და მონაწილე სტუდენტებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და მიულოცეს დამდეგი ახალი წელი. 

ფოტო გალერეა