სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამას „ქართული თვითმყოფადობის“ რიგით 77-ე ღონისძიებას, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში გაიმართა.
აუდიტორიას მიესალმა დეკანოზი შალვა
(ჯაჯანიძე), სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე და ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ტურავა.
ღონისძიების ფარგლებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ შარაბიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ქრისტიანული მოტივები ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში“.
ლექციამ სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - მონაწილეებმა ისაუბრეს ქართული რომანტიზმის თემებზე, ქრისტიანული სიმბოლოს მნიშვნელობასა და მის გავლენაზე ქართველი კლასიკოსების შემოქმედებაში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული იდენტობის, კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზებას.
ღონისძიება გაიმართა 2025 წლის 17 ნოემბერს.
