სიახლეები

სამძიმრის წერილი

2021 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი სოხუმელი ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გივი წულაია. ის წლების მანძილზე მოსკოვში მოღვაწეობდა და ნ. ნ. მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ.

ამასთან დაკავშირებით, 2021 წლის 12 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ზემოთ ხსენებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დმიტრი ანატოლის ძე ფუნკისაგან სამძიმრის წერილი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:

 

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

რექტორ ზურაბ შოთას ძე ხონელიძეს.

 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კოლექტივმა ღრმა მწუხარებით შეიტყო გივი ვასილის ძე წულაიას გარდაცვალება. შორეულ 1963 წელს ის ჩვენი ინსტიტუტის ასპირანტი გახდა, ხოლო 1967 წლიდან კი – მისი მეცნიერ-თანამშრომელია და ამ კედლებში 55 წელიწადი იშრომა. გივი ვასილის ძე იყო ერთ-ერთი იმათთაგან, რომელიც XX ასწლეულის მეორე ნახევარში სამამულო კავკასიათმცოდნეობის ძირითად მეთოდოლოგიურ და ევრისტიკულ პოსტულატებს ამუშავებდა. მისი ნაშრომები, მიძღვნილი ძველი და შუა საუკუნეების დროინდელი კავკასიის ეთნოკულტურული განვითარების კვლევისადმი, ქართული საისტორიო აზრის ძეგლების კომენტირებულ თარგმანთა პუბლიკაციები, შრომები კავკასიათმცოდნეობის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სფეროში, ჩვენი მეცნიერების ოქროს ფონდს შეადგენენ.

გივი ვასილის ძე ნათლად წარმოაჩენდა ჩვენი ერების ისტორიულ ერთობას. სამეცნიერო ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი, ის ობიექტურად და შეუალამაზებლად აფასებდა ისტორიული ევოლუციისა და თანამედროვე განვითარების პროცესებს, მაგრამ ამასთან ერთად იგი დარწმუნებული იყო, ქართველთა და რუსი ხალხის სულიერ და კულტურულ კავშირებს ისტორიული განვითარების მთავარი კანონები ვერასდროს გაწყვეტენ. ჩვენ მუდამ ვიქნებით გივი ვასილის ძის ამ ანდერძის ერთგულნი.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კოლექტივი ღრმა წუხს გივი ვასილის ძე წულაიას გარდაცვალებას.

თანავუგრძნობთ საქართველოს მთელს სამეცნიერო საზოგადოებას.

გთხოვთ, პატივცემულ ქალბატონ ნათელა გიგინეიშვილს ჩვენი ღრმა მწუხარების სიტყვები გადასცეთ“.

 

ფოტო გალერეა