სიახლეები

სამართლის დოქტორი თეა ჯუღელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს

2025 წლის 17 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რექტორის არჩევნები. 11 წევრისგან შემდგარ აკადემიურ საბჭოს ხელმძღვანელობდა მოქმედი რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელიც ამჟამად მეორე ვადით წარმატებულად მართავს უნივერსიტეტს და, შესაბამისად, კანონმდებლობაში არსებული შეზღუდვის გამო, არ შეეძლო ახალი ვადით საკუთარი კანდიდატური წამოყენება. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, დაგეგმილია, უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების მიზნით, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, რომელშიც, ასევე, რამდენიმე მინისტრიც შევა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად სამართლის დოქტორი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი თეა ჯუღელი აირჩია. 

ამავე დღეს ახლადარჩეული რექტორის უფლებამოსილება აღიარა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. 

ქალბატონი თეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილების შესრულებას, აკადემიური საბჭოს დადგენილებით, 2025 წლის 23 ივლისიდან შეუდგება. 

ვულოცავთ ქალბატონ თეა ჯუღელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას და წარმატებებს ვუსურვებთ მას!

ფოტო გალერეა