სიახლეები

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა უცხოელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


2022 წლის 24 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ვეფხვია გვარამიას და ვოლოდიმერ დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) იურიდიული ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ოლენა არსენტევას, საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელს პროფესორ ოლენა სერედინას და სამართალმცოდნეობის კათედრის პროფესორ ლიუბოვ კოტოვას შორის ონლაინ სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე განიხილეს სამართლის აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის და ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები, კერძოდ, სამეცნიერო სფეროში მეცნიერთა მობილობის და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართვის აუცილებლობის, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების და დისკუსიის ორგანიზების საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ კონფერენციების, ლექციებისა და საერთაშორისო სამართლის პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების ორგანიზებას. უახლოეს პერიოდში მომზადდება კონკრეტული წინადადებები თანამშრომლობის საკითხებზე.

ფოტო გალერეა