სიახლეები

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე 2023 წლის  11 და 12 დეკემბერს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 75-ე წლისთავისადმი:ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები.

საერთაშორისო კონფერენცია დაიგეგმა ამა წლის გაზაფხულზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებიდან,

კონფერენცია 11 დეკემბერს  საზეიმოდ გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მისასალმებელ სიტყვასთან ერთად პროფესორი ზურაბ ხონელიძე კონფერენციის პლენარულ სხდომაზე წარსდგა უაღრესად აქტუალური  თემით : ევროპული არჩევანი-ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები“.

ასევე პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ გამახარია:აფხაზეთში ომის (1992-1993წწ) მიზნებისა და შედეგების შეფასების საკითხისათვის“.

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდა ვლადიმირ დალის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტი და კიევის სახელმწიფო საავიაციო უნივერსიტეტი, რომლებიც ომის სახით განიცდიან იმ უსასტიკეს ტრაგედიას, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სრულიად საქართველომ განიცადა 1992-93 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში.

პლენარული სხდომის შემდგომ კონფერენცია გაგრძელდა სექციებში. კონფერენციის პირველ დღეს მუშაობას შეუდგა გენოციდის, დანაშაულის პრევენციისა და დასჯის სექცია,  აგრეთვე, სექცია ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფო კანონმდებლობაში, ორივე სექციის მოდერატორი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, რომელმაც ორივე სექციის მუშაობა წარმართა ინგლისურ ენაზე, თავადაც ინგლისურად წარმოადგინა მოხსენება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს ფაკულტეტის პერსონალი იაპონიიდან, აშშ-დან. ინგლისურენოვან სექციებში წარდგენილ იქნა 10 მოხსენება.

12 დეკემბერს გაგრძელდა კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით. დილის 11 საათიდან დაიწყო მუშაობა საერთაშორისო კონფერენციის ჰოლოკოსტის, გენოციდის დანაშაულის დასჯისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები.

პირველი სხდომა ჩაატარდა სექციაში „ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალში და სახელმწიფოთა კანონმდებლობაში. მოდერატორი-პროფესორი ვეფხვია გვარამია. წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა აღნიშნული თემის აქტუალურ სამართლებრივ ასპექტებს.

კონფერენციის მეორე დღის მეორე სხდომა დაეთმო კერძო სამართლის სექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფოთა კანონმდებლობაში", მოდერატორი ასოცირებული პროფესორი ასმათ გუგავა, წარმოდგენილი თემები ეთმობოდა კერძო სამართლის აქტუალურ საკითხებს.

საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი სხდომა ჩატარდა „ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივი, სოციალურ-პოლიტიკური, ისტორიული ასპექტების“ სექციზე, მოდერატორი - პროფესორი ლალი გაბისონია. აღნიშნულ სექციაზე წარმოდგენილი თემები აქტუალური იყო მრავალი თვალსაზრისით.

სექციების მუშაობის დასრულების შემდეგ წარიმართა დისკუსია, სადაც გამოითქვა საინტერესო იდეები და მოსაზრებები.

კონფერენციის მეორე დღეს სექციების მიხედვით წაკითხულ იქნა 14 მოხსენება. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართველ და უცხოელ პროფესორთა 24 მოხსენება იქნა მოსმენილი და შეფასებული, იგეგმება კრებულის გამოცემა. კონფერენციის დღის წესრიგი და წარმოდგენილი თემების ანოტაციები დაბეჭდილი და გამოცემულია, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად ფაკულტეის გვერდზე.

კონფერენციის დასასრულს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ვეფხვია გვარამიას ინციატივით, წარმოდგენილი იქნა წინადადება სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე მომავალი წლის მაისის ბოლოს ჩატარდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჟენევის 1949 წლის (ჰუმანიტარული სამართლის) 4 კონვენციის მიღებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რასაც კონფერენციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს.

ფოტო გალერეა