სიახლეები

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის განცხადება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დე­პა­­ტა­მენტი ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სამეცნიეროშრომებისგამოცემას, რომე­ლიც ქვეყნდება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმა­­თუ­ლება (სექციები: ენა­­მე­ცნიერება, ლიტარატურათმცოდნეობა, ისტორია, არქ­­­ლო­­გია, ეთ­ნო­ლო­გია, კულტურის ისტორია), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მი­მა­­­თუ­ლება (სექციები: პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, სო­ცი­­ლო­გია, ფსი­ქო­ლო­გია, ეკონომიკა) ბიზნესის ადმინისტრირება და სამართლის მი­მა­­თუ­ლება (სექ­ცი­ები: ბი­­ნესი, სამართალი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინ­ფო­­მა­ცი­ული ტექნოლოგიების მიმართულება (სექციები: საბუნებისმეტყველო მეც­ნი­­რე­ბანი, მა­თე­მატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისშრომებირე­გი­­ტრირებულია ISBN - ში, თი­თო­­­ლი სტატია ელექ­­რო­ნუ­ლად იტვირთება DOI-ის ცი­­რუ­ლი იდენტიფიკატორის მხარ­და­ჭე­რით ცი­ფრულ რე­პო­ზი­ტო­რიუმში, რომელიც იდენტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია DOI- რეგისტრაციის საა­გე­­ტოს Crossref – ის და Google Scholar - ის, ვებ საძიებო სი­­ტე­მების მიერ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის XXII შრომებში სტატიების მიღება გა­­რძელდა 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და ანონიმური რეცენზირებისა და პლაგიატის გავლის შემდეგ გამოქვეყნდება შრო­მების შესაბამის სექციაში. დოქტორანტის ნაშრო­მი­­­ვის აუცილებელია სამეცნიერო ხელ­­­­ვანელის რეკომენდაცია ნაშრომის გამოქვეყნების შე­სა­ხებ.

სტატია უნდა შეიცავდეს სამეცნიერო სიახლეს და არ უნდა იყოს მანამდე გამოქ­ვე­­ნე­ბუ­ლი. სტატიები ქვეყნდება ქართულ (აბსტრაქტით ქართულ და ინგლისურ ენაზე) და ინგ­ლი­სურ (აბს­­რა­­ტით ინგლისურ და ქართულ ენაზე) ენებზე.

ავტორებმა სტატია გამოსაქვეყნებლად უნდა წარმოადგინონ ელ-ფორმით, შემდეგი პა­­­მე­ტრების დაცვით

ü  ავტორის/ავტორების სახელი და გვარი;

ü  ავტორის/ავტორების აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ინსტიტუცია, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;

ü  ქართულ ენაზე შესრულებული სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ფო­­მა­ტის 30 გვერდს (აბსტრაქტების, ძირითადი ტექსტის და სქოლიოების ჩათვლით) და აკრეფილი უნდა იყოს მხოლოდ Sylfaen – ის ფონტში (ასოების ზომა 11, სტრიქტონებს შორის ინტერვალი 1, 15);

ü  წარმოდგენილი სტატია უნდა შეიცავდეს აბსტრაქტს, შესავალს, კვლევის მეთოდებს, მსჯე­­ლობას (დისკუსია), დასკვნას და გამოყენებულ ლიტერატურას;

ü  აბსტრაქტი არანაკლებ 220 სიტყვისა, არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას ქართულე­ნო­ვანი სტატიისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე, ინგლისურენოვანი სტა­ტი­­­­ვის ინგლისურ და ქართულ ენებზე; ინგლისური თარგმანი შესრულებული უნდა იყოს C2 (Proficiency), არანაკლებ C1 (Advanced/მაღალი) დონისა, რომელიც აკრეფილი უნდა იყოს Times New Roman-ის ფონტში;

ü  ნაშრომის აბსტრაქტი ორივე ენაზე უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანს, კვლევის სი­­­ლეს,  კვლევის შედეგებს და მინიმუმ ექვს საკვანძო სი­­­ვას (ქართულ და ინგლისურ ენე­ბზე);

ü  ცხრილები, დიაგრამები და გრაფიკები წარმოდგენილი უნდა იყოს გასაგები სა­თა­­რით A4 ფორმატის ფურცელზე და დანომრილი უნდა იყოს არაბული ციფრებით;

ü  ილუსტრაციის გამოქვეყნების უფლებაზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი;

ü  სტატია შემოწმდება პლაგიატის სისტემაში და პლაგიატის ან თვითპლაგიატის აღ­მო­ჩე­ნის შემთხვევაში არ დაიბეჭდება;  

ü  რეცენზირება ანონიმურია და ავტორი ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტის შე­ნიშვნები და სა­ჭი­რო­­ბი­სა­მებრ, გადაამუშაოს სტატია;

ü  ნაშრომის გაფორმების და ლიტერატურის მითითების წესი იხილეთ სსუ შრომების სა­რე­დაქციო პოლიტიკის და­ნა­­თში: https://www.sou.edu.ge/images/dxp/ssu-Sromebis-saredaqcio-politika-17579­34­91­8.pdf

ü  შრომები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: scientific@sou.edu.ge liaahaladze@sou.edu.ge

სტატია, რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული სსუშრომებისსარედაქციო პო­ლი­ტიკა, არ გამოქვეყნდება

ფოტო გალერეა