სიახლეები

სამუშაო გუნდის შეხვედრა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში, მოდულის იმპლემენტაციის მიზნით 2022 წლის 3 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სამუშაო გუნდის შეხვედრა. გუნდის წევრებმა - ლარისა თაკალანძემ (მოდულის მენეჯერი), ნინო თოფურიძემ (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), დავით ზაქარაიამ (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე), გვანცა ჯიჩოშვილმა (საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი სპეციალისტი), თეონა ყაჭეიშვილმა (სსუ დოქტორანტი), ვახტანგ დანელიამ (IT სამსახურის უფროსი) განიხილეს მოდულის შესრულების ორგანიზაციული, საგანმანათლებლო, მეთოდოლოგიური და ტექნიკური  საკითხები.

ფოტო გალერეა