სიახლეები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების  პერსპექტივებზე მრგვალ მაგიდაზე იმსჯელეს

2022 წლის 23-24 მაისს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე  ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების  პერსპექტივები“. რომელიც მიეძღვნა სოხუმში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების  90 წლის იუბილეს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე:

 

– ჩემი მოტივაცია და მიზანი, რომელიც სრულიად შეესაბამება უნივერსიტეტის მიზანს – უცვლელია. მიზანი –  პირველ რიგში, დავეხმარო ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას, ე.წ. პოლიტიკურ ელიტას მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული რესურსები, მათ შორის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სწორი გამოყენებისას, იძლევა შესაძლებლობას  ავაშენოთ თანამედროვე ძლიერი სახელმწიფო და თავდადებით ვემსახუროთ სამშობლოს. სწორედ ეს არის ის მიზანი, რამაც მომიყვანა უნივერსიტეტში და რისთვისაც ვიღწვი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათავეში მოსვლის დღიდან. უნივერსიტეტი არის უნივერსალური საგანმანათლებლო კერა, რომელიც არის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცივილური ღირებულებების და რაც მთავარია, თავისუფლების სიმბოლო და რომლის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე სახის საზოგადოებრივი წარმატება და განვითარების პერსპექტივის სწორი განსაზღვრა. ამასთან, უნივერსიტეტი, თანამედროვე ეტაპზე, აჩენს შესაძლებლობას, იქცეს ქვეყნის მუდმივი პროგრესის და საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ კერად, საერთაშორისო არაფორმალური პოლიტიკის სუბიექტად, რომელიც საზოგადოებას წარუდგენს ინტერდისციპლინარულ კვლევებზე დაფუძნებულ პროექტებს, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებულ ხედვას და რეკომენდაციებს.

 

რექტორმა ისაუბრა აგრეთვე ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული, ხაზი გაუსვა, რომ ისინი ქვეყნის ძირითად ღირებულებებად უნდა იქცესდასასრულს ბატონმა ზურაბმა მადლობა  გადაუხადა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს, გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და წარმატებები უსურვა მათ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

მოწვეული უცხოელი სტუმრებიდან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმნენ ვლ. მანდრაგელია, განათლების მენეჯმენტის უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული განათლების  ინსტუტუტის პროფესორი (უკრაინა), მ. დ. მასენო, კომპიუტერული უსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის  UbiNET ლაბორატორიის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (პორტუგალია), ი. სოპილკო,  ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი (უკრაინა), ტ. ტროჩიკოვსკი, პროფესორი, ESI სახელმწიფო  ინსტიტუტის დირექტორი (პოლონეთი), ო. რუდენკო, ეროვნული უნივერსიტეტისჩერნიგოვის პოლიტექნიკიპროფესორი (უკრაინა).

 

ქართველ მეცნიერებთან ერთად  მოხსენებებით წარსდგნენ პოლონელი, ირანელი, პორტუგალიელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი  მეცნიერები (მოდერატორიპროფესორი . თაკალანძე).

 

მრგვალი მაგიდის მუშაობის პირველ დღეს, რომელზეც ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე,სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი ვ.გვარამია და სხვა აკადემიური პერსონალი,  წარდგენილ იქნა შემდეგი მოხსენებები: „საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც ახალი სამშვიდობო  უნივერსალური ინსტრუმენტი“ (გერაძე ლ.), „ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ზოგიერთი საკითხი“ (მასენო მ., პორტუგალია), „კორპორაციული  სოციალური  პასუხისმგებლობის ევროკავშირის სტრატეგია“ (თაკალანძე ლ.), „ტურიზმის ინდუსტრია როგორც აზერბაიჯანის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის ფაქტორი  (ბაგიროვა ნ., აზერბაიჯანი), „ადამიანის უფლებები ევროკავშირის საბაზისო ღირებულებების სისტემაში“ (მაკეევა ო., უკრაინა),  „ევროპული ღირებულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (უკრაინა და საქართველო) მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ (დიდენკო ნ., უკრაინა), „ირანის  პოლიტიკა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ევროკავშირთან ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში: გამოწვევები და პრობლემები“ (მ. რ. ნორუზი, ირანი);  „რუსული პროპაგანდის ნარატივები ევროინტეგრაციის კონტექსტში“ (შტურხეცკი ს., უკრაინა), უნივერსიტეტებში კვლევისა და განვითარების აქტივობების ინტერნაციონალიზაცია ევროინტეგრაციის პირობებში“ (ტროჩიკოვსკი ტ., პოლონეთი).

 

მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული და საინტერესო მოხსენებებითა და მოსაზრებებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართველი მეცნიერები:  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან –  პროფესორები ომარ არდაშელია, დავით ჯალაღონია, ასოცირებული პროფესორები მადონა გელაშვილი, მარინე ხუბუა, იური პაპასქუა, ასისტენტ-პროფესორი ელისო ლანჩავა, დოქტორანტი  ირაკლი არდაშელია;

 

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – პროფესორი თეიმურაზ შენგელია, ასოცირებული პროფესორები ნინო მიქიაშვილი, თეა მუნჯიშვილი, დოქტორანტი მანონ ბოკუჩავა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან – დოქტორანტი ქეთევან დიოგიძე.

 

მრგვალი მაგიდის მუშაობის შედეგები შეაჯამეს მოწვეულმა სტუმარმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ასიმან გულიევმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბიოლოგიის მეცნიერებათაოქტორმაპროფესორმა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზაურ ლომთათიძემ. დასასრულს, გამოითქვა მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის ფორმებისა და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესახებ. მუშაობის შედეგების მიხედვით მომზადდა მრგვალი მაგიდის რეზოლუციის პროექტი თემაზე: „საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივები“.

 

 

 პროგრამა იხილეთ აქ.

 

 

ფოტო გალერეა