სიახლეები

საქართველოს I ეროვნული სამეცნიერო ფორუმი Covid-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში

2021 წლის 20 – 20 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცი­ა­ტი­ვითა  პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი   „Covid-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“  გაიმართა.  ფორუმი გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც  აღნიშნა, რომ ეროვნული სამეცნიერო ფორუმი დაფუძნდა და იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება, ღონისძიება ინტერდისციპლინური ხასიათისაა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამეცნიერო თვალსაზრისით ჩართულობას თვალისწინებს. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი;

ფორუმის ფარგლებში პირველ დღეს  ჩატარდა 6 პანელური სხდომა, ხოლო მეორე დღეს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის ბიო­მე­დიცინის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკის, სოციოლოგიის მიმართულების  მოხ­სე­ნებები განაწილებული იყო სამ სექციაში I. ჯანდაცვა და სიცოცხლის შემსწავლელი მე­ც­ნი­ე­რებები,  II. განათლება და ფსიქოლოგიური მეცნიერებები, III. პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია.  ორ დღის  მანძილზე 70-მდე მოხსენება იქნა წაკითხული. 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროექტის DITECH-ის კონცეფციის ფარგლებში პანდემიის ვითარებაში სქართველოს უნივერსიტეტებში  დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და  ერთობივი მოხსენება წარადგინეს. მოხსენებას უძღვებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივ­ე­რსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოც. პროფ. ლია ახა­ლა­ძე, განათლების  მეციერებათა  ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფსორი იზაბელა პეტრიაშვილი.  ფორუმის მუშაობაში მოხსენებით  ჩართული  იყო ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე.  2021 წლის პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხების განხილვას დაეთმო ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.  შეიქმნა ფორუმის სპეციალური საიტი, სადაც სადაც განთავსებულია პროგრამა და  მოხსენებათა თეზისები. http://www.scienceforum.ge/index.php/ka/programa

ფოტო გალერეა