სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის ინტერაქციული შეხვედრა
გამართეს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, კარიერული
შესაძლებლობები და პროფესიული განვითარების გზები.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული
რჩევები კარიერის განვითარებისთვის, გაეცნენ მათთვის საინტერესო პოზიციებს და მონაწილეობა
მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც
გადაეცათ.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების მოტივაცია და მათი
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
