2020 წლის 21 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ეწვივნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო
თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ქალბატონი ელეონორ გარნიე და კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტი
ნათია მსხალაძე. სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების
სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი
ლევან გერაძე. საუბარი შეეხო ფრანგულ-გერმანულ
პროექტს EU4dialogue.