სიახლეები

სახელმწიფო ენის დღეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა კონფერენცია მიუძღვნეს

2021 წლის 14 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტრადიციულად აღინიშნა საქართველოს სახელმწოფო ენის დღე. ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამისა და ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტები.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი მერაბ ნაჭყებია, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე, ასისტენტ-პროფესორი გვანცა გვანცელაძე. აღსანიშნავია, რომ საინტერესო მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტმა ვუსალ მამედოვმა.

 

მოხსენებები წაიკითხეს:

ანა ტენტერაშვილმა (ქართული ფილოლოგია, III კურსი) – „შედარება და მეტაფორა „ვეფხისტყაოსანში“;

მარიამ ონიანმა (აფხაზური ფილოლოგია III კურსი) – „ანთროპონიმები სამეგრელო-აფხაზეთის ეპიგრაფიკაში“;

ლიკა უფლისაშვილმა (ქართული ფილოლოგია, III კურსი)  – „ზმები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში“;

მარიამ ბოგვერაძემ (აფხაზური ფილოლოგია I კურსი)  – „აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორია“.

ფოტო გალერეა