სიახლეები

საზაფხულო/საგაზაფხულო სკოლა ჟან მონეს მოდულის CSREU ფარგლებში

2022 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად გახდა ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის  ბენეფიციარი (Jean Monnet Activities- ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH-CSREU) (სახელწოდება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“,  მენეჯერი - ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი ლარისა თაკალანძე). მოდული ითვალისწინებს ახალ სასწავლო კურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საზაფხულო სკოლას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის  სტუდენტებისთვის და მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს  ამ მიმართულებით.   

მოდულის ძირითადი მიზანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სწავლების განვითარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში.

2023-2025 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საზაფხულო/საგაზაფხულო სკოლა 3-წლიანი პროექტის ფარგლებში (5-14 ივნისი 2023; 3-11 ივნისი 2024; 30 აპრილი-8 მაისი, 2025).

საზაფხულო/საგაზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ამ სფეროში ევროკავშირის გამოცდილების შესახებ ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე ტენდენციები  და მოსალოდნელი შედეგები, ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში, სოციალური მეწარმეობა და სხვ.

ღონისძიებაში მთლიანად მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის 391 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 59 სტუდენტმა;   მათ შორის:

-          ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 230 სტუდენტი (მონაწილეთა 51,1%),

-          საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან - 90 სტუდენტი (მონაწილეთა 20%),

-          ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - 78 სტუდენტი (მონაწილეთა 17,3%),

-          სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტიდან - 27 სტუდენტი (მონაწილეთა 6 %),

-          განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - 25 სტუდენტი (მონაწილეთა 5,6%).

მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 25,1% (113 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ჟან მონეს მოდულის CSREU პროექტის ფარგლებში, საზაფხულო/საგაზაფხულო სკოლის ჩატარების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც სსუ-ს ვებ-გვერდზე  https://shorturl.at/BhV5c  (2023), https://shorturl.at/HITgb (2024), https://tinyurl.com/ydmtwhf9 (2025), ასევე სხვადასხვა ჟურნალებსა თუ საინფორმაციო წყაროებში. 

ფოტო გალერეა