სიახლეები

საზაფხულო სკოლა 2026  “ევროკავშირი, მშვიდობა და საქართველო“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 1 ივნისს გაიხსნა  საზაფხულო  სკოლა ევროკავშირი, მშვიდობა და საქართველოჟან მონეს მოდულის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ERASMUS+პროგრამის მიერ  (ERASMUS-JMO-2024-HEI-TCH-RSCH–EUPEACE, project N101175481). საზაფხულო  სკოლა 2026 გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ; ღონისძიებას ესწრებოდა და მონაწილეებს მიესალმა პროექტის აკადემიური ლიდერი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების გაზრდას ევროკავშირის შესახებ, ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის სამშვიდობო მისია, ევროკავ­შირის კონფლიქტის მენეჯმენტი და მედიაცია საქართველოში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, უმაღლესი განათლების გავლენა მშვიდობის მშენებლობაზე და კონფლიქტის მოგვარებაზე,  უსაფ­რთხოებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხები  საქართველოში და სხვ

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები; იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. მონაწილეებისთვის მოწვეული იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები (იხ. პროგრამასაზაფხულო სკოლისთვის შეირჩა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს

საზაფხულო  სკოლა 2025, რომელიც მოიცავდა 32 სალექციო საათს,  8 დღის მანძილზე გაგრძელდა და 2026 წლის 10 ივნისს დაიხურა.

საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა 137 საბაკალავრო, 9  სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამის სტუდენტი; მათ შორის 17 სტუდენტი (მონაწილეთა 11,4%) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტიდან, 70 სტუდენტი (მონაწილეთა 46,7%)  ბიზნესის ადმინისტრირების  პროგრამის20 სტუდენტი (მონაწილეთა 13,3%) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 23 სტუდენტი (მონაწილეთა 15,3%) - სამართლისა და დიპლომატიის, 20 სტუდენტი (მონაწილეთა 13,3%) - განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან; მონაწილე სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 15.3% (23 სტუდენტი) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეა.

   სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, სსუ აკადემიური საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი გელა ცაავა და სსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან მარგიანი. დასასრულს, პროექტის კოორდინატორმა ლარისა თაკალანძემ, მმართველობითი ორგანოების წევრებმა გ. ცაავამ და ქეთევან მარგიანმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდებს სწავლაში და სამომავლო საქმიანობაში.        

ღონისძიების დახურვისას მონაწილე სტუდენტებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააჟღერეს.

 

ფოტო გალერეა