სიახლეები

სიცილიის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა სიცილიის რეგიონის მთავრობის წარმომადგენელი, SPRINT-ის დირექტორი და CPW Italia-ს დამფუძნებელი ტომაზო დი მატეო (Tommaso Di Matteo). 

სტუმართა ვიზიტი ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის - იტალიური განათლების ცენტრის „Minerva – Polo per l’Istruzione MINERVA“ მიერ, რომელიც იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის იტალიური ენის სწავლებისა და საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორია.

ტომაზო დი მატეო წარმოადგენს სიცილიის რეგიონის ოფიციალურ წარმომადგენელს ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით (SPRINT), ხოლო მისი ორგანიზაცია CPW Italia ახალგაზრდებს ბიზნესში პროფესიული განვითარების გზაზე უწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში ტომაზო დი მატეო შეხვდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პრიფესორ თეა ჯუღელს და საგარეო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას.

შეხვედრაზე განხილული იქნა საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ინიციატივები, მათ შორის:

ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნა SSU-სა და სიცილიის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან - პალერმო, კატანია და მესინა;

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები;

ერთობლივი საზაფხულო სკოლების ორგანიზება;

ტურიზმის მიმართულებით გადამზადების კურსები და სტაჟირებები სიცილიის საწარმოებში;

ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორის შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართვას გაუმარტივებს. 

ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზრდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჩართულობას, გააძლიერებს სტუდენტების შესაძლებლობებს და შექმნის ახალ აკადემიურ და პროფესიულ კავშირებს საქართველოსა და იტალიას შორის.

ფოტო გალერეა