სიახლეები

სიცილიის საპატიო კონსული საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია


2022 წლის 22 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სიცილიის საპატიო კონსული საქართველოში, ქალბატონი ლეონარდა ამელა და მისი მეუღლე, ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, მანჯარაჩინა ფრანჩესკო ეწვივნენ. სტუმრებს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მეგობრულ და გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ისაუბრა სოხუმის უნივერსიტეტის, როგორც ხიდის როლზე აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის; უნივერსიტეტის, როგორც განათლებისა და დიპლომატიის გამაერთიანებელ ცოცხალ ორგანიზმზე. 

მხარეები შეთანხმდნენ არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დასახეს სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალბატონი მაია ჯიჯავა, რომელიც იტალიის საელჩოს დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იტალიური ენის კურსებს უძღვება, სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი მარინა ამაღლობელი.

ფოტო გალერეა