სიახლეები

სოფიკო ჭაავას დისერტაციის დაცვა

2019 წლის 16 ივლისს 12:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი სოფიკო ჭაავა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „საქართველოს ენობრივი სიტუაცია საარქივო მასალების მიხედვით (XX საუკუნის 20-იანი წლები)“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თეიმურაზ გვანცელაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ექსპერტები: მანანა ბუკია - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და თამილა ზვიადაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ოფიციალური რეცენზენტები: მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი და მერაბ ჩუხუა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა