2026 წლის 17 აპრილი, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ლევან კიკილაშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „მწვანე ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე “.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ირმა დიხამინჯია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი , სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
სამეცნიერო თანახელმძღვანელი:
გივი ბედიანაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
რეცენზენტები:
ელისო ლანჩავა - ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბადრი გეჩბაია - ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.
დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.
