სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორანტის - ნინო წივწივაძის  სადოქტორო დისერტაციის დაცვა გაიმართება

2026 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ნინო წივწივაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „სამშენებლო სექტორში გაკოტრების რისკის შეფასება ფინანსური გადაწყვეტილებების პროცესში“

სამეცნიერო ხელმძღვანელი: 

ნანული ძიმცეიშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

რეცენზენტები: 

იური პაპსქუა - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირინე თავაძე - ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციის დაცვა გაიმართება მისამართზე: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.

ფოტო გალერეა