2026 წლის 24 ივლისს, 13 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი გიორგი ლორია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „დასავლური საგანმანათლებლო იდეების გავრცელება XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივი პროფესორი;
მაია ახვლედიანი, პედაგოგიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
დავით მალაზონია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მაია ფირჩხაძე – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დისერტაციისა და სადისერტაციო მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში - თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.
დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, ზვიად გამსახურდიას სახელობის საკონფერენციო დარბაზი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს, ია ჯიჭონაიას (ტელ. 577 17 07 93).
