სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეათედ უმასპინძლა საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისა და განათლების თანამედროვე პარადიგმებისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. 2026 წლის 10 ივლისს კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც საერთაშორისო პროექტების განხორციელებისა და დისემინაციის პრობლემებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარებისა და საგა-ნმანათლებლო პროგრამების სრულყოფის საქმეში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ლია ახალაძემ; რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ; საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ; განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა; პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა და სხვებმა.
საერთაშორისო პროექტების დისემინაციისა და განათლების თანამედროვე პარადიგმებისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას ინტერდისციპლინარული ხასიათი ჰქონდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს სამშვიდობო განათლების თეორიებისა და კონცეფციების, კონფლიქტის შემდგომი მშვიდობის მშენებლობის პერსპექტივების, სამშვიდობო განათლების გლობალური პერსპექტივების, მედიაწიგნიერების, მედიაში სამშვიდობო განათლების თანამედროვე დისკურსის, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, განათლების პოლიტიკის, განათლების ისტორიის, განათლების ფსიქოლოგის, ადრეული სკოლამდელი განათლების, ინკლუზიური განათლების, საგნობრივი მეთოდიკების სწავლების სხვადასხვა პრობლემებზე.
ონფერენციის მუშაობაში (პირისპირ და ონლაინ) მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, პროფესორები, განათლების მიმართულების მკვლევრები და მასწავლებლები, რომლებიც წარმოადგენდენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტს (რუმინეთი), სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრს, თბილისის 103 -ე საჯარო სკოლას, თბილისის 26-ე საჯარო სკოლას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლას, იტალიურ სკოლა „ცისკარს“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლას.
კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი დარგობრივი სექცია: საერთაშორისო პროექტები საუნივერსიტეტო განათლებაში (10 მოხსენება), ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში (8 მოხსენება), განათლების მეცნიერებების (13 მოხსენება), დარგის სწავლების მეთოდიკის (8 მოხსენება) სექციები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო სფეროს აქტუალური თემები: მედიაწიგნიერების, სამშვიდობო სწავლების, სამშვიდობო განათლების თეორიებისა და კონცეფციების, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში გამოყენების, ადრეული სკოლამდელი განათლების, განათლების პოლიტიკის, სხვადასხვა დარგების სწავლების მეთოდიკის პრობლემები. სესიებმა სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის უზრუნველყო თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელებული პროექტების დისემინაცია, აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო დიალოგსა და დისკუსიებში.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სესიების ხელმძღვანელებმა, რეკომენდირებული სამეცნიერო - პრაქტიკული ხასიათის მოხსენებები რეცენზირების შემდეგ გამოქვეყნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში.
