სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“

 

2020 წლის 20-21 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“.

კონფერენციების მიზანია კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების თვალსაზრისით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია სხვადასხვა (ქიმიური, საკვები, ფარმაცევტული და ა.შ.) ინდუსტრიაში დარამდენიმე სამეცნიერო სფეროს (ბიო­ლოგია, ქიმია, ტოქსიკოლოგია, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედი­ცინა) გადაკვეთას წარმოადგენს.

 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „chtab2020“, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (პოზნანი),ყაზახეთიდან (ალმათი), მექსიკიდან (მეხიკო), რუსეთიდან (მოსკოვი), უკრაინიდან (ლვოვი) წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები თანამედროვე ბიოორგანული ქიმიის მიღწევებზე; ბიოტექნოლოგიის მიმართულებით ჩატარებულ კვლევებზე; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზზე და გარდაქმნებზე; მცირენარჩენიან, მაღალპროდუქციულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე; ბიომასალებზე და ბიონანომასალებზე; ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებად პოლიმერებზე; სასურსათო და გარემოს დაცვით საკითხებზე.

 კონფერენციაში ჩართული არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთა­ველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერ­სი­ტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტ­რან­ტები, დოქტორანტები, პროფესორები; აღნიშნული თემატიკით დაინტერე­სებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების: ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისმეცნიერ-მკვლევარები.

კონფერენციის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების გაცვლა და თანამშრომლობა. ყოველივე ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვლევების საერთაშო­რისო ინტეგრაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას საერთაშორისო კვლევებში; ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ეფექტურად განხორციელებას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე„chtab2020“ წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდება წიგნში „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონფერენცია საქართველოში ორგანული და ბიოორგანული ქიმიის მიმართულებით ტარდება პირველად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია არ იქნება ერთჯერადი, მას ექნება სისტემური ხასიათი და ჩატარდება 2022 წელს – „chtab2022.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.chtab2020.com.ge

საკონტაქტო პირები: ლალი ტაბატაძე, 577 96 38 69 l.tabatadze@sou.edu.ge;

 ნელი სიდამონიძე 599 58 53 67 Neli.Sidamonidze@tsu.ge

 

ფოტო გალერეა