2026 წლის 16
ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ)
გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე" (ჟან მონეს მოდულის EUPEACE ფარგლებში); ღონისძიება მიეძღვნა ერასმუსის დღეების მე-10 წლისთავს.
კონფერენცია გახსნა ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიასალმნენ: დავით ჯალაღონია, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დევი შონია, ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ინდირა ძაგანია, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისო კავშირების დეპარტამენტის უფროსი.
სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ 5 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, აშშ, უკრაინა, ტაჯიკეთი) მეცნიერ-მკვლევარები, აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, ექსპერტები და საზოგადოების ფართო წრის წარმომადგენლები. (იხ. პროგრამა)
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში; აქვე მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ გაუთვალისწინებელი ტექნიკური მიზეზების გამო, პლენარულ სესიაზე დისტანციური მონაწილეობის უზრუნველყოფა შეფერხდა. თუმცა, თემატური სექციების მუშაობის პროცესში აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა, რამაც მომხსენებლებს დისტანციურ რეჟიმში ნაშრომების წარდგენის შესაძლებლობა მისცა.
წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული ელექტრონული სახით განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
https://www.sou.edu.ge/content/7/78/240/142/0
