სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2023 წლის 18 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.. სტუდენტებს უნივერსიტეტი ზეიმით შეხვდა.

ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიულოცა ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყება და პირველკურსელებს ერთიან დიდ ოჯახში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარმატებული სტუდენტობა უსურვა.

– ჩვენო პირველკურსელებო, თქვენ ცხოვრების თვისობრივად ახალი ეტაპი, სტუდენტობა, დაუკავშირეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. გიდასტურებთ  პატივისცემას და გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. „ცოდნა-აღმაშენებელი“ – ასეთია ჩვენი კონსტრუქციული ხედვა და სლოგანი და, მე მჯერა, რომ სტუდენტები, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ძალისხმევას არ  დაიშურებთ  და ცოდნის შეძენისა და აღმშენებლობის გზით, ერთად შევქმნით  ქვეყნის უკეთეს მომავალს.

სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატებული ახალი აკადემიური წელი უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონმა ჯემალ გამახარია და ფაკულტეტების დეკანებმა: ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელია, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავა, პროფესორმა ვეფხია გვარამია, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯია, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ  შინჯიაშვილმა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კონსტანტინე ჩალაძე და სსუ-ის უხუცესმა პროფესორმა, ზურაბ ლომთათიძე.

პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა უძღვებოდა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტი ეთო ბექურაული.

რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, სსუ-ის საბაკალავრო პროგრამებზე საკონკურსო ქულების სარეიტინგო სიის პირველ 10 სტუდენტს, მინიმუმ 5 თვის განმავლობაში, დაენიშნება უნივერსიტეტის სტიპენდია, თვეში 200 ლარის ოდენობით.. პირველ  სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი მათ   აფინანსება გაუგრძელდებათ  კიდევ 5 თვე.

მიმდინარე წელს სარეიტინგო ქულებით შეირჩა შემდეგი 10 სტუდენტი:

1.      ლაფანაშვილი ანანო (საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“);

2.      პაპუაშვილი დავითი (საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“);

3.      პანაიოტი ლუკა (საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“);

4.      პაპუაშვილი გიორგი (საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“);

5.      ჩხეტიანი თინა (საბაკალავრო პროგრამა „ბიზნეს ადმინისტრირება“);

6.      კასრაძე შმაგი (საბაკალავრო პროგრამა „არქეოლოგია“);

7.      ხაბულიანი ირაკლი (საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია“);

8.      ხვედელიძე ნიკა (საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“);

9.      ვარშალომიძე გიორგი (საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“);

10.   გაფრინდაშვილი საბა (საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერებები“).

ღონისძიების დასასრულს, პირველკურსელები ფაკულტეტების მიხედვით  გადანაწილდნენ, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობებისაგან სასწავლო  პროცესთან და სხვა საუნივერსიტეტო  აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაციები მიიღეს.

ამგვარად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მის წარმატებულ და ნაყოფიერ ისტორიაში, 92-ე სასწავლო წელი დაიწყო.

როგორც ბატონმა ჯემალ გამახარიამ ბრძანა, იმედი გვაქვს, ჩვენს უნივერსიტეტს წელს შემოერთებული პირველკურსელები ბაკალავრის დიპლომებს სოხუმში აიღებენ.

გილოცავთ ახალ აკადემიურ წელს!

ფოტო გალერეა